Shopping Cart

No products in the cart.


100.00 until free delivery

კონფიდენციალურობა

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ საიტზე ჩექაუთის პროცესში.

ინფორმაცია, რომლის შეგროვება და შენახვაც ხორციელდება

ჩვენს საიტზე ვიზიტის დროს, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ:

  • იმ პროდუქტებს, რომელიც იხილეთ: ინფორმაცია გამოიყენება, მათ შორის იმისათვის, რომ საიტზე გამოგიჩნდეთ ის პროდუქტები, რომლებიც უკვე დაათვალიერეთ;
  • ადგილმდებარეობას, IP მისამართსა და ბრაუზერის ტიპს: ინფორმაცია გამოიყენება გადასახადებისა და ტრანსპორტირების საფასურის განსაზღვრისთვის
  • მიწოდების მისამართი: გთხოვთ აღნიშნული ინფორმაციის დაფიქსირებას, თქვენ მიერ შეკვეთის განთავსებამდე ტრანსპორტირების განსაზღვრისთვის, ასევე შეკვეთილი პროდუქტის მოწოდებისთვის.

ჩვენ ასევე ვიყენებთ Сookie ფაილებს თქვენ მიერ საიტის დათვალიერების პერიოდში, იმისათვის, რომ დავიმახსოვროთ თქვენი კალათის შემადგნენლობა.

პროდუქტის შესაძენად უნდა წარმოადგინოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: თქვენი სახელი, გადახდის მისამართი, მიწოდების მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ბარათის/გადახდის დეტალები და ინფორმაცია (არასავალდებულო), როგორიცაა ექაუნთის სახელი და პაროლი. წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავება ხდება შემდეგი მიზნით:

  • მოგეწოდოთ თქვენი ექაუნთისა და შეკვეთის შესახებ ინფორმაცია;
  • თქვენს მოთხოვნებზე, მათ შორის ანაზღაურებისა და საჩივრების შესახებ პასუხის გასაცემად;
  • თქვენი გადახდის დასამუშავებლად და თაღლითობის თავიდან ასაცილებლად;
  • ჩვენს მაღაზიაში თქვენი ანგარიშის შესაქმნელად;
  • ჩვენს მიერ ნებისმიერი სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად, მათ შორის, გადასახადების გამოთვლისთვის;
  • მაღაზიის შეთავაზებების გასაუმჯობესებლად;
  • სარეკლამო შეტყობინებების გამოსაგზავნად (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაეთანხმებით მის მიღებას);

როდესაც ქმნით ანგარიშს ჩვენს საიტზე, თქვენი სახელი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი ინახება, იმისართვის, რომ ხელახლა არ დაგჭირდეთ ზემოაღნიშნული ინფორმაციის შევსება შეკვეთის განხორციელების დროს.

ჩვენ ვინახავთ ინფორმაციას იმ ვადით, რომელიც მისი მოპოვებისა და შენახვის მიზნისთვის არის საჭირო (მაგ. საგადასახადო და სააღრიცხვო მიზნებისთვის კონკრეტული პერიოდის განმავლობაში), თუმცა სამართლებრივად ვალდებულნი არ ვართ გავაგრძელოთ მისი შენახვა. ეს ინფორმაცია მოიცავს თქვენს სახელს, ელ-ფოსტის მისამართს, გადახდისა და მიწოდების მისამართს.

საიტი ასევე ინახავს დატოვებულ კომენტარებსა და განხორციელებულ შეფასებებს.

ვის აქვს წვდომა ინფორმაციაზე?

ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ წვდომა თქვენ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე. მაგალითისთვის, ადმინისტრატორებსა და მაღაზიის მენეჯერებს აქვთ ინფორმაცია:

  • გაფორმებული შეკვეთის შესახებ ინფორმაცია - შეძენის დრო, მიწოდების ადგილი;
  • მომხმარებლის ინფორმაცია - სახელი, ელ-ფოსტის მისამართი, გადახდისა და მიწოდების შესახებ ინფორმაცია.

ჩვენი გუნდის წევრებს ზემოაღნიშნული ინფორმაცია ესაჭიროებათ თქვენი შეკვეთების ჯეროვნად შესასრულებლად, ანაზღაურების პროცესის განსახორციელებლად და თქვენი მხარდაჭერისთვის.

ინფორმაცია რომელიც შესაძლოა გაზიარებულ იქნას მესამე პირებისთვის:

ჩვენ ვუზიარებთ გარკვეული სახის ინფორმაციას ისეთ მესამე პირებს, რომელთა დახმარებაც აუცილებელია თქვენი შეკვეთის მოსაწოდებლად და მომსახურების განსახორციელებლად.

ასეთი შესაძლოა იყოს გადახდის შესახებ ინფორმაცია:

ასეთი შესაძლოა იყოს გადახდის შესახებ ინფორმაცია: ვინაიდან გადახდა ხორციელდება თიბისი ბანკის მეშვეობით, გადახდის მოთხოვნის დასამუშავებლად, ინფორმაციის ნაწილი, როგორიცაა - მთლიანი და გადახდილი ღირებულების შესახებ, გადაეცემა თიბისი ბანკს.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ თიბისი ბანკის კონფიდენციალობის პოლიტიკა.