Shopping Cart

No products in the cart.


100.00 until free delivery

სამომხმარებლო შეთანხმება

მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება «სუპერი»-ს ინტერნეტ მაღაზიის ვებ გვერდზე, ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ ეთანხმებით შემდეგ სამოხმარებლო პირობებს. გთხოვთ გაეცნოთ ყურადღებით:

1. ტერმინთა განმარტება  

წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

  1. გამყიდველი — Individual Entrepreneur, «Mikael Tan» operating as «clevertech.ge», რომელიც ახორციელებს საქონლის რეალიზაციას მყიდველებზე სავაჭრო ობიექტის ფარგლებს გარეთ, ე.ი. დისტანციური ფორმით, ინტერნეტის გლობალური ქსელის მეშვეობით, ინტერნეტ-მაღაზიიდან.
  2. მყიდველი — clevertech.ge ვებ-გვერდზე ავტორიზებული ფიზიკური პირი, რომელმაც განათავსა შეკვეთა clevertech.ge ვებ-გვერდის მეშვეობით.
  3. მიმღები — მყიდველის მიერ შეკვეთის ფორმირებისას მითითებული (მოხსენიებული) ფიზიკური პირი, რომლის მისამართზეც გამყიდველის მიერ ხდება საქონელის მიწოდება.
  4. ‘clevertech.ge’ – “Mikael Tan, Individual Entrepreneur;
  5. ‘clevertech.ge ვებ-გვერდი’ – clevertech.ge საკუთრებაში არსებული ელექტრონული მისამართი, რომლის ელექტრონული მისამართია – clevertech.ge (clevertech.ge) და მისი ყველა ქვეგვერდი;
  6. ‘ინტერნეტ მაღაზია’ – ინტერნეტ მაღაზია, რომელიც წარმოადგენს clevertech.ge საკუთრებას და რომლის ელექტრონული მისამართიც მითითებულია შეთანხმების 1-ი მუხლის მე-5 პუნქტში;
  7. ‘საქონელი’, ‘პროდუქტი’, ‘პროდუქცია’ – clevertech.ge ვებ გვერდზე რეალიზაციის მიზნით განთავსებული საქონელი;
  8. ‘Cookies’ – ელექტრონული იდენტიფიკატორები, ე.წ. ქუქი ფაილები, რომელსაც საიტზე სტუმრობისას clevertech.ge ვებ-გვერდი ათავსებს და ინახავს თქვენს ელექტრონულ მოწყობილობაში. ქუქი ფაილების მეშვეობით მიღებული მონაცემების დამუშავება და ანალიტიკა საშუალებას გვაძლევს, მოვიპოვოთ ინფორმაცია თქვენს მიერ clevertech.ge ვებ გვერდით სარგებლობის თავისებურებების შესახებ და დავიმახსოვროთ იგი, რათა შემდგომში ვუზრუნველყოთ თქვენს მიერ clevertech.ge ვებ-გვერდით სარგებლობის გამოცდილების გაუმჯობესება და თქვენზე მორგება. გარდა ამისა, ქუქი ფაილების დაშვება თქვენს მოწყობილობაში ხელმისაწვდომს ხდის რიგი დამატებითი ფუნქციებით სარგებლობასაც. თქვენს მიერ გამოყენებული ინტერნეტ ბრაუზერის მწარმოებლის ვებ გვერდზე, როგორც წესი, მოიპოვება ინფორმაცია, თუ როგორ უნდა აკრძალოთ ქუქი ფაილების მიღება თქვენს მოწყობილობაში, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ ვეღარ ისარგებლებთ ზემოთჩამოთვლილი ფუნქციებით, რომელიც კომფორტულს ხდის ჩვენთან ურთიერთობას, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა – მუდამ გქონდეთ ჩართული ეს ფუნქცია როდესაც ეწვევით ჩვენს ვებ გვერდს;
  9. ‘ვიზიტორი’ – ფიზიკური პირი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შედის clevertech.ge ვებ-გვერდზე და არ აქვს გავლილი ავტორიზაცია.
  10. ‘ავტორიზაცია’ – clevertech.ge ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად, ანიჭებს ფიზიკურ პირს უფლებას, ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის მიზნით, შექმნას საკუთარი პროფილი clevertech.ge ვებ-გვერდზე, შეიყვანოს, გაეცნოს, შეასწოროს ან დაამატოს ახალი;
  11. ‘მომხმარებლის გვერდი’- ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე არსებული ქვე-გვერდი, რომელსაც ქმნის მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის შედეგად და რომელიც ასახავს ამ მომხმარებლის პროფილში შეყვანილ ინფორმაციას, ასევე, მის მიერ განხორციელებულ შეკვეთებს და სხვა მასთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას;
  12. ‘ავტორიზაციის გავლა’ – ფიზიკური პირისათვის ავტორიზაციაში ნაგულისხმევი უფლების მინიჭება მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და პაროლის clevertech.ge ვებ-გვერდზე არსებულ შესაბამის გრაფაში ჩაწერის და ავტორიზაციის მოთხოვნის მეშვეობით;
  13. ‘რეგისტრაცია’ – ფიზიკური პირის მიერ ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით clevertech.ge ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა, რაც პირის მიერ გულისხმობს მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და პასვორდის შექმნას და აძლევს პირს ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის საშუალებას;
  14. ‘პერსონალური ინფორმაცია’ – ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია, როგორც – ‘პერსონალური მონაცემი’ ‘პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს’ კანონით;
  15. ‘პროფილი’ – მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს თავის თავზე შევსებული ინფორმაცია.
  16. ‘ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ’ – ელექტრონული და სხვა ინფორმაცია, ასევე პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს clevertech.ge მისი ვებ-გერდის მომხმარებლების და დამთვალიერებლების შესახებ;
  17. ‘მომხმარებელი’ – ფიზიკური პირი, რომელსაც გავლილი აქვს რეგისტრაცია clevertech.ge ვებ-გვერდზე;
  18. ‘პაროლი’ – სიმბოლოთა კომბინაცია, რომელსაც პირი ადგენს clevertech.ge ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, საკუთარ მომხმარებლის გვერდზე წვდომისათვის და მისი დაცულობისათვის სხვა პირთა მიერ წვდომისაგან;
  19. ‘ელ. ფოსტის მისამართი’ - პირის ვირტუალური სახელი, რომელსაც პირი იყენებს clevertech.ge ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, რათა მოხდეს მისი, როგორც მომხმარებლის იდენტიფიცირება clevertech.ge მიერ;
  20. ‘საკურიერო კომპანია’ – კომპანია, რომელიც რიგ შემთხვევაში უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ clevertech.ge საიტზე შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირებას მომხმარებლამდე და პასუხისმგებელია პროდუქციის დროულად მიწოდებაზე კომპანიის ან/და ქარხნული შეფუთვისა და სასაქონლო სახის დაცვით;

შეკვეთის გაფორმებისა და შესრულების ვადები

2.1 მყიდველის მიერ შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით, clevertech.ge ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ.  

2.2 შეკვეთის გაფორმებისას მყიდველი ატყობინებს გამყიდველს შეკვეთის გასაფორმებლად საჭირო ინფორმაციას: სახელს, გვარს, მყიდველის ან შეკვეთის მიმღების პირად ნომერს, საქონლის მიწოდების ადგილის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს და სხვა ინფორმაციას, რაც მითითებული იქნება საქონლის შეკვეთის ელექტრონულ ფორმაში.

2.3 ინტერნეტის ქსელის მეშვეობით შეკვეთის გაფორმებისას მყიდველი ავსებს საქონლის შეკვეთის ელექტრონულ ფორმას და უგზავნის გამყიდველს შეკვეთას ინტერნეტის ქსელის მეშვეობით.

2.4 შეკვეთის მიღების შემდეგ გამყიდველი ტელეფონით, ელექტრონული ფოსტის თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებით ათანხმებს შეკვეთის მიწოდების თარიღსა და დროს. აღნიშნული თარიღი და დრო დამოკიდებულია მიწოდების რეგიონზე და შეკვეთის დამუშავებისათვის საჭირო დროზე.   

2.5 იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთის მიღების შემდეგ აღმოჩნდება, რომ გამყიდველის საწყობში არ არის შეკვეთილი საქონლის საჭირო რაოდენობა ან პროდუქტი საერთოდ ხელმიუწვდომელია, გამყიდველი ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ატყობინებს ამის თაობაზე მყიდველს. მყიდველი უფლებამოსილია დათანხმდეს და მიიღოს გამყიდველის ხელთ არსებული საქონლის რაოდენობა ან გააუქმოს საქონლის აღნიშნული პოზიცია შეკვეთიდან. შეტყობინების მიღებიდან 03 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში მყიდველისგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში გამყიდველი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა სრული მოცულობით. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მყიდველის მიერ გადახდილი პროდუქციის ღირებულება უკან უბრუნდება მყიდველს 05 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში.   

2.6. გამყიდველი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს მიღებული შეკვეთა და მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი თანხა შეკვეთის გაუქმებიდან არაუგვიანეს 05 (ხუთი) საბანკო დღისა.  

2.7 საიტზე წარმოდგენილი ყველა მასალა ატარებს ინფორმაციულ ხასიათს და შესაძლოა სრულად არ გადმოსცემდეს აბსოლუტურად სარწმუნო ცნობებს საქონლის თვისებებისა და მახასიათებლების შესახებ, ფერის, ზომებისა და ფორმების ჩათვლით. საქონლის თვისებებსა და მახასიათებლებთან დაკავშირებით მყიდველის მხრიდან კითხვების გაჩენის შემთხვევაში, მყიდველმა შეკვეთის გაფორმებამდე უნდა მიმართოს გამყიდველს ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

2.8. შეკვეთილი პროდუქციის მიწოდების პერიოდი თბილისის ტერიტორიაზე შეადგენს არაუმეტეს 04 (ოთხი) სამუშაო დღისა, ხოლო რეგიონებში არაუმეტეს 07 (შვიდი) სამუშაო დღისა. გაუთვალისწინებელ შემთხვევებში შესაძლოა მიწოდების ვადა გაიზარდოს, რის შესახებაც გაცნობებთ კომპანიის წარმომადგენელი ტელეფონის, ელ-ფოსტის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით. 

3. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება

3.1. როდესაც ანთავსებთ ჩვენს ვებ გვერდზე შეკვეთას, ან გვიგზავნით შეტყობინებას, კომპანიასა და თქვენ შორის ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაცია, შესაბამისად, კომპანია თქვენს დასმულ შეკითხვას თუ მოთხოვნას გამოეხმაურება ელექტრონულად (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან თქვენს ელ. ფოსტაზე მოწერის გზით, ან/და შესაბამის განყოფილებაში ინფორმაციის (პასუხის) გამოქვეყნებით. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ურთიერთობის დაჭერის დროს თქვენ ეთანხმებით, რომ ელექტრონულ კომუნიკაციას კომპანიასა და თქვენ შორის აქვს წერილობით დოკუმენტის ძალა და ორივე მხარეს აქვს უფლება იგი გამოიყენოს, როგორც ოფიციალური მიმოწერა მხარეებს შორის.

4. საავტორო უფლებები

4.1. clevertech.ge ელექტრონული მაღაზიის დიზაინი, მასზე განთავსებული ყველა პროდუქტი, ტექსტი, მელოდია, გამოსახულება, ხატულები, ლოგოები, ელექტრონულად ჩამოტვირთვადი ნაწარმი არის clevertech.ge ან ამ ნაწარმის მწარმოებელთა/მომწოდებელთა საკუთრება და იგი დაცულია საავტორო უფლებებით საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. 

5. მომხმარებლის გვერდი

5.1. თუ თქვენ იყენებთ clevertech.ge ინტერნეტ მაღაზიას და დარეგისტრირებული ხართ ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე, მაშინ თქვენ გაქვთ პასვორდი თქვენს გვერდთან წვდომისათვის, აღნიშნული გასაღების დაცვა მესამე პირებზე გავრცელებისგან თქვენი ვალდებულებაა.     

6. არასრულწლოვანი მყიდველი

6.1. clevertech.ge არ ახორიციელებს პროდუქციის რეალიზაციას არასრულწლოვან პირებზე. არასრულწლოვნების შემთხვევაში, პროდუქციის შეკვეთა უნდა მოხდეს პირის უფლებამოსილი წარმომადგენლთან შეთანხმებით; 

clevertech.ge იტოვებს უფლებას, გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.

7. პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი

7.1. clevertech.ge ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას, მომხმარებლისთვის შეკვეთის მიწოდებას clevertech.ge უზრუნველყოფს თავად ან დაქირავებული საკურიერო კომპანიის მეშვეობით.

7.2. საკურიერო კომპანიის მიერ პროდუქციის ტრანსპორტირებისას გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია არ ჩაიბაროს დაზიანებული ან სხვა ტიპის ხარვეზის მქონე გზავნილი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს clevertech.ge ელ. ფოსტაზე:hello@clevertech.ge ან მსგავსი შემთხვევებისთვის განკუთვნილ, ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. ამგვარი გზავნილის ჩაბარების შემთხვევაში, clevertech.ge არ არის ვალდებული განიხილოს მომხმარებლის პრეტენზიები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხარებლის კმაყოფილებაზე, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ შუამავალი კომპანიის შეცდომების, დაუდევრობასა და შესაძლო უხარისხო მომსახურებაზე, ამიტომ დაჟინებით ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს ყურადღებით შეამოწმონ გზავნილის მდგომარეობა მანამ, სანამ ხელს მოაწერენ საკუროერო კომპანიის მიერ წარმოდგენილ შესაბამის დოკუმენტაციაზე. მომხარებელს უფლება აქვს კურიერთან ერთად გახსნას გზავნილი მის ჩაბარებამდე, დარწმუნდეს მის დაუზიანებლობის, მოდელისა და რაოდენობის სისწორეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი გზავნილის ჩაბარების დოკუმენტს.

7.3. იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლისთვის შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირებას ახორციელებს თავად კომპანია, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია არ ჩაიბაროს დაზიანებული ან სხვა ტიპის ხარვეზის მქონე გზავნილი და აღნიშნულის თაობაზე პრეტენზია დააფიქსიროს მიმწოდებელ კურიერთან, რომელიც უმოკლეს ვადაში ატყობინებს კომპანიას შექმნილი გარემოების თაობაზე.

7.4. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ პროდუქციას აღმოაჩნდა ფარული ნაკლი, რომლის გამოვლენაც ობიექტურად შეუძლებელი იყო მისი პირველადი დათვალიერებისას, მომხმარებელი არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა ეწვიოს ჩვენს მიერ მითითებულ კომპანიის ფილიალს, სადაც დადგინდება ნივთის დაზიანება ქარხნულია თუ მექანიკური, რის შემდეგაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.   

8. პროდუქციის უკან დაბრუნების პირობები

8.1. როგორც შეთანხმების მე-7 მუხლით არის განსაზღვრული, თქვენ გაქვთ უფლება არ ჩაიბაროთ პროდუქცია, თუ ის არ შეესაბამება საიტზე გამოქვეყნებულ ან თქვენს მიერ შეკვეთილ პროდუქციას. პროდუქციის შესაბამისობა საიტზე გამოქვეყნებულ და შეკვეთილ პროდუქციას შორის უნდა შემოწმდეს თქვენთვის შეკვეთის გადმოცემისას, მიმწოდებელი კურიერის თანდასწრებით.

8.2. შეკვეთილ და მოწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ არ ჩაიბაროთ პროდუქცია და არ მოაწეროთ ხელი მიღება-ჩაბარების აქტს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შესაძლო უმოკლეს ვადაში მოგაწოდებთ ახალ პროდუქტს ან მის ალტერნატივას. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მოგაწოდოთ ახალი პროდუქტი ან ჩაგინაცვლოთ თქვენთვის მისაღები ალტერნატივით, აღნიშნული პროდუქტის საფასური დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.

8.3. პროდუქციის შესაბამისობა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით. თუ თქვენი მხრიდან ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტს, გადაცემული პროდუქციის უკან დაბრუნება/შეცვლა არ მოხდება.   

8.4. ვინაიდან საიტზე განთავსებული პროდუქციის ვიზუალური მახასიათებლები შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს პროდუქციის ფაქტობრივი ვიზუალისგან, ამგვარი განსხვავება არ ჩაითვალება შეკვეთილ და მიწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობად. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, შემძენს შეუძლია შეკვეთის გაფორმებამდე დაუკავშირდეს გამყიდველს დეტალების დაზუსტების მიზნით.

9. რედაქტირება, წაშლა, დამატება, მოდიფიკაცია  

9.1.მაღაზია იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას საიტზე ნებისმიერი ინფორმაციის, ფასების, შესყიდვის პირობების, მიტანის, მომსახურების პირობების, წაშლის ან დამატების თაობაზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ასევე შეცვალოს ან გააუქმოს ყველა პირობა საქონლის შესყიდვაზე. მოდიფიცირებული შეთანხმება ძალაში შევა გამოქვეყნებიდან და იმოქმედებს საიტზე პუბლიკაციის შემდგომ განხორციელებულ გარიგებებზე.

10. გაუქმების უფლება

10.1 გამყიდველი უფლებას იტოვებს, თავისი შეხედულებისამებრ გააუქმოს ან შეწყვიტოს ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვა. ასევე არეგულიროს გარკვეულ საქონელზე წვდომა და ფასები.    

11. პროდუქციის ღირებულება

11.1. ჩვენს ვებ გვერდზე მოცემული ფასები შეიცავს პროდუქციის ღირებულებასა და საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. 

11.2. თუ აღმოჩნდება რომ ვებ გვერდზე მითითებული ფასი არ შეესაბამება პროდუქციის რეალურ ღირებულებას, ხოლო შეცდომა პროდუქტის ფასში მომხმარებლისთვის აუარესებს შეძენის პირობებს, ჩვენ შეგითანხმებთ ამგვარ შემთხვევას და მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში შევასრულებთ თქვენს შეკვეთას, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, თქვენი შეკვეთა გაუქმდება. 

11.3. შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირება, გამყიდველის შეხედულებისამებრ, შესაძლოა იყოს უფასო ან ფასიანი. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული შეკვეთის გაფორმების მომენტისთვის შეკვეთის მომხმარებლამდე ტრანსპორტირება იქნება ფასიანი, ტრანსპორტირების ღირებულება ავტომატურად დაემატება შეკვეთილი პროდუქციის ღირებულებას, რაც აისახება საბანკო ტრანზაქციის გვერდზე ასახულ გადასახდელი თანხის ოდენობაში.  

11.4. გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების გზით. სასურველი პროდუქციის შერჩევის შემდეგ, გადახდის ღილაკის არჩევისას, თქვენი ბარათიდან თანხის ჩამოჭრა ხდება ავტომატურად.   

12. შეზღუდული პასუხისმგებლობა

12.1. clevertech.ge ინტერნეტ მაღაზია წარმოდგენილია ‘ისეთი როგორიც არის’ და ‘ისეთი როგორზეც მიგიწვდებათ ხელი’ პირობით და მისი გამოყენებისას თქვენ ეთანხმებით ამ პირობას. clevertech.ge არ აგებს პასუხს ინტერნეტ მაღაზიის გამოყენებით, ან მისი გამოუყენებლობის შედეგად გამოწვეულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე თუ დანაკარგზე.

12.2. პროდუქციის ტრანსპორტირებისას დამდგარ ზიანზე პასუხს აგებს clevertech.ge, თუმცა, მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს clevertech.ge ნებისმიერი არასასურველი გარემოების შესახებ და კომპანია იტოვებს უფლებას, თვითონ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დაფიქსირებული პრობლემის თაობაზე.

13. ოფიციალური მიმართვა clevertech.ge  

clevertech.geადმი ოფიციალური მიმართვები და წერილები ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მიწოდებული იქნება დაზღვეული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: თბილისი, საქართველო, მიხეილ გახოკიძის N49.  

14. პერსონალური ინფორმაცია  

14.1. clevertech.ge თავისი საქმიანობის დროს ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პირადი მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.  

14.2. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ და ვიყენებთ ინტერნეტ მაღაზიის წარმატებული მუშაობისა და თქვენი ეფექტური მომსახურებისთვის:

ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია გვეხმარება მუდმივად გავაუმჯობესოთ და გავამარტივოთ ჩვენი მომსახურება, ქვემოთ მოცემულია ინფორმაციის ტიპები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ:

▪ ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით თავად – ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ინტერნეტ მაღაზიაში ან სხვა საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ არ მოგვაწოდოთ ესა თუ ის ინფორმაცია, თუმცა ამ შემთხვევაში, ვერ ისარგებლებთ იმ უპირატესობებით, რომელი უპირატესობების სარგებლობისათვის აუცილებელია ესა თუ ის ინფორმაცია, მაგალითად, თუ არ გვეცოდინება თქვენი მისამართი, ვერ შევძლებთ პროდუქტის მოწოდებას და ვერ დავითვლით ტრანსპორტირების ფასს, მისამართის შესახებ ინფორმაციის მოწოდებამდე.  

▪ ავტომატურად მოწოდებული ინფორმაცია – ჩვენ ვინახავთ და ვიყენებთ თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის მიერ ავტომატურად მოწოდებულ ინფორმაციას, როგორიცაა ‘cookies’-ს. 

▪ ელექტრონული ფოსტა – ელექტრონული კომუნიკაციების სრულყოფის მიზნით, ჩვენ ხშირად ვიღებთ დადასტურებას იმის შესახებ, რომ თქვენ მიიღეთ ჩვენი წერილი და გაეცანით მას.

▪ სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია – ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვა წყაროებიდან, და ეს ინფორმაცია ჩავამატოთ თქვენ შესახებ ინფორმაციაში. მაგალითად, თუ თქვენ გამოიყენებთ Facebook-ით ავტორიზაციას, მაშინ ჩვენ შეიძლება ავტომატურად ავიღოთ Facebook-ის მიერ ღიად მოწოდებული ინფორმაცია თქვენ შესახებ.

15. Cookies – ქუქი ფაილები

15.1. ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც, ჩვენს ვებ-გვერდზე შემოსვლისას, შეინახება თქვენს კომპიუტერში, პლანშეტში, მობილურ ტელეფონსა თუ სხვა ელექტრონულ მოწყობილობაში. ეს ფაილები არ წარმოადგენს საფრთხეს არც თქვენი კომპიუტერისისა თუ სხვა მოწყობილობისთვის და არც თქვენი უსაფრთხოებისთვის. როდესაც შედიხართ ჩვენს ვებსაიტზე, ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს ვებსაიტს, რომ დაგიმახსოვროთ თქვენ და მოვახდინოთ მიღებულ მონაცემთა ანალიტიკა იმისა, თუ როგორ გამოიყენეთ ჩვენი თუ ინტერნეტ სივრცეში არსებული სხვა ვებ-გვერდი თითოეული შესვლის დროს, რაც უზრუნველყოფს საიტის უკეთესად მორგებას თქვენზე.

15.2. clevertech.ge ვებ-გვერდით სარგებლობისას, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქუქი ფაილების მიღებას თქვენს ელექტრონულ მოწყობილობაზე. 

თუ გსურთ, რომ უფრო მეტი გაიგოთ ქუქი-ფაილების შესახებ, აღნიშნულის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტსივრცეში.

16. აუცილებელი მინიმალური ინფორმაციის გადაცემა მომსახურების მომწოდებელ მესამე პირზე

16.1. მომწოდებელ მესამე პირზე მისი საქმიანობის განხორციელებისათვის და მომხმარებლისათვის სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით, ‘clevertech.ge’ სარგებლობს სხვა კომპანიების საბანკო და საკურიერო სერვისებით. ამ შემთხვევაში, clevertech.ge, აუცილებელ პერსონალურ ინფორმაციას (ტვირთის მიმღები პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, შეკვეთის ერთჯერადი კოდი, შეკვეთის თარიღი თუ სხვა) აწვდის მესამე პირს და /ან პირებს.

▪ ბიზნესის განვითარება – ჩვენი კომპანია მუდმივად განვითარებადი კომპანიაა, შესაბამისად ჩვენ შეიძლება წამოვიწყოთ ახალი სახის საქმიანობა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენ შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ჩვენი ახალი ბიზნეს ინტერესებისათვის.

▪ თქვენი ნებართვით – თუ ჩვენ განვიზრახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემას (გარდა ზემოთაღნიშნული შემთხვევებისა) ამის შესახებ ჩვენ წერილობით გაცნობებთ და მხოლოდ თქვენი დასტურის მიღების შემდეგ გადავცემთ ინფორმაციას მესამე პირს. 

17. ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე მომხმარებლის ნებართვით

17.1. ისეთი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით და კანონმდებლობით, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით. 

18. მომხმარებლის პასუხისმგებლობა საკუთარი ინფორმაციის დაცვაზე

18.1. თქვენ ხართ პასუხიმგებელი თქვენს კომპიუტერთან ან/და თქვენი მომხმარებლის გვერდთან სხვა პიროვნებების წვდომაზე. ყოველთვის გამოიყენეთ მოხმარებლის გვერდიდან გასვლის ფუნქცია როდესაც ტოვებთ კომპიუტერს ყურადღების მიღმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ ვაგებთ პასუხს არაუფლებამოსილი პირის მიერ თქვენი მომხმარებლის გვერდის გამოყენების შედეგად დამდგარ ნებისმიერი ტიპის ზიანზე. 

19. ფორს-მაჟორი

19.1. შეთანხმებაში მონაწილე მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი ამ შეთანხმების პირობების შესრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია ისეთი ფორს-მაჟორული მდგომარეობით, რომლის დროსაც მხარეთათვის მათი შესრულება შეუძლებელი ხდება. ფორსმაჟორში იგულისხმება ომი, სტიქიური უბედურება (მიწისძვრა,წყალდიდობა, ხანძარი, მეწყერი), ეპიდემია. აღნიშნულის შესახებ, შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადები შესაბამისად გადაიწევს ფორსმაჟორული გარემოებების მოქმედების ვადის მიხედვით. ამ დროს მხარე პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება მხოლოდ ფორსმაჟორული გარემოების არსებობის პერიოდში. ეს ვალდებულებები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს ფორსმაჟორული გარემოებების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ.

20. მომხმარებლის წვდომა საკუთარ მონაცემებთან

20.1. მომხმარებელს წვდომა აქვს clevertech.ge ვებ-გვერდზე მის შესახებ არსებული მონაცემებიდან თითქმის ყველა მონაცემთან და ყველა მონაცემთან, რომელიც clevertech.ge ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს შეიყვანა პირადად. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს საშუალება შეცვალოს, შეასწოროს, დაამატოს, მის მიერ clevertech.ge ვებ-გვერდზე მიწოდებული ინფორმაცია.

20.2. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებულ მომხმარებელს სურს თავისი მომხმარებლის გვერდის გაუქმება, აღნიშნული მოთხოვნით მომხმარებელმა უნდა მიმართოს clevertech.ge ელ-ფოსტის მეშვეობით. მომხმარებლის გვერდის გაუქმება არ იწვევს clevertech.ge მონაცემთა ბაზაში არსებული მომხმარებლის მონაცემების წაშლასაც და იგი რჩება clevertech.ge სისტემაში კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიით.

21. მოხმარების წესები, გაფრთხილებები და ცვლილებები

21.1. გამყიდველი უფლებას იტოვებს, სტანდარტულ პირობებში ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები, რის შესახებაც ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულება არ არის, ამიტომ გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები.

22. შეთანხმების მოქმედება და ცვლილებების შეტანის წესი

22.1. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს პირის მიერ ‘clevertech.ge’ ვებ-გვერდით სარგებლობისას, აგრეთვე, ინტერნეტ-მაღაზიით სარგებლობის დროს წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს.

22.2. წინამდებარე შეთანხმების იმ ნაწილში, რომელიც არეგულირებს ‘clevertech.ge’ მიერ მიწოდებული პროდუქციის რეალიზაციის საკითხს, მოხდება რაიმე ცვლილება, ნამდვილი იქნება ის წესი, რომელიც ამ შეთანხმებით დადგენილი იყო კონკრეტული პროდუქტის შეძენის მიზნით დაწყებული სამართლებრივი ურთიერთობის მომენტში და იმოქმედებს ამ სამართლებრივი ურთიერთობის დამთავრებამდე.

22.3. წინამდებარე შეთანხმების სხვა ნაწილში შესული ცვლილებები იმოქმედებს ‘clevertech.ge’ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

23. მიწოდებისა და მიტანის პირობები

23.1. თუ თქვენი მომხმარებლის გვერდზე თქვენს შეკვეთას აქვს სტატუსი “ჩაბარებულია” და თქვენ არ მიგიღიათ გზავნილი, გთხოვთ დაუყოვნებლივ მოგვწეროთ ამ ფაქტის შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hello@clevertech.ge, და პრობლემის დაფიქსირების შემდეგ კომპანია იზრუნებს ნებისმიერი გაუგებრობის/ხარვეზის დროულად აღმოფხვრაზე.

24. დამატებითი პირობები

24.1. ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულების წესებითა და პირობებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  

24.2. დადგენილი სამომხმარებლო ხელშეკრულების წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის, დათქმის, წინადადების ბათილობა არ იწვევს სამომხმარებლო წესებისა და პირობების სრულად ბათილობას.